ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერია საჯარიმო ავტოსადგომს
,,გორი-სიტის" სასარგებლოდ აქირავებს.
ამის შესახებ ქალაქის მთავრობა თანხმობას ქალაქის საკრებულოს
წევრებისგან ელოდება.
საჯარიმო ავტოსადგომის გაქირავების შემთხვევაში გორის ბიუჯეტში
წელიწადში 14 400 ლარი შევა, რაც ყოველთვიურად 1 200 ლარს უდრის.
ამ ეტაპზე, საიჯარო ხელშეკრულების ვადა 6 თვეზეა გათვლილი. იმ
შემთხვევაში, თუ ავტოსადგომი მომგებიანი იქნება დამქირავებელი
ორგანიზაციისთვის, ქონების განკარგვის შემდგომ ფორმებზე 6 თვის შემდეგ
იქნება საუბარი.
კომპანია ,,გორი-სიტის" მფლობელი და დირექტორია ნუგზარ გელაშვილი
აუდიტის შეფასებით, საჯარიმო ავტოსადგომის გასაყიდი საწყისი ფასი 189
000 ლარია.
საჯარიმო ავტოსადგომის მიწის ფართობი 6 311 კვ.მ.
ამ დროისთვის განთავსებულია 200(ორასი) ავტომობილი, რომელთა ძიების
საქმე დასასრულებელია, ასევე განთავსებულია აუქციონზე გასატანად
გამზადებული, იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს
განკარგვის ქვეშ მყოფი, დაყადაღებული ავტომობილები, ასევე ძალოვანი
სამსახურების მიერ გადმოყვანილი დაზიანებული ა/მანქანები.
მერიის ცნობით, ახალი საჯარიმო ავტოსადგომის მოსაწყობად საჭიროა მთელი
რიგი სამუშაოების ჩატარება, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს 2016 წლის
ზაფხულამდე.
სტატიის გამოყენების პირობები