ახალი ამბები
გაფრთხილება აკრძალულ ზონებში მყოფ ძროხისა და მანქანის მეპატრონეებს
თვითმმართველ ქალაქ გორის ტერიტორიაზე, წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა გამოიწვევს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

ამის შესახებ გამაფრთხილებელ ფურცლებს მოსახლეობაში ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები ავრცელებენ.

ფურცლები, სადაც აღნიშნული შინაარსის ტექსტია მოთავსებულია, სამსახურის ცნობით, ქალაქის მოსახლეობის ძირითადად ნაწილს უკვე დაურიგდა.


გარდა ამისა, ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური გორის მოსახლეობას აფრთხილებს, რომ თავი შეიკავონ სხვადასხვა სახის წარწერების, პლაკატების, ნახატების, ლოზუნგებისა და ბანერების განთავსებისაგან სხვადასხვა შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებსა და ხე-ნარგავებზე.

წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება.

ზედამხედველობის სამსახური აპირებს ასევე ტროტუარებზე, სკვერებსა და გაზონებზე ავტომანქანების უკანონო დგომის კონტროლიც გაამკაცროს.

ფოტო გადაღებულია ,,ხალხის გაზეთის" ჟუნალისტის მიერ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები