გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავით ონიაშვილისადმი მიძღვნილი
სიმღერა ჰიტად იქცა.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სიმღერის სრული ტექსტი
მიაწოდეს.
გამგეობის კულტურის სამსახურის თანამშრომლებმა ხელმძღვანელს 2016 წლის
15 იანვარს კორპორატიულ ქეიფზე უმღერეს.
კულტურის სამსახურს არსენ აზალაძე (გამგებლის მეჯვარე)
ხელმძღვანელობს, რომლის ანსამბლი ,,მაჩაბელა" გამგეობისგან
ფინანსდება.
იხ. სიმღერის აუდიო ვერსია
აქ:
მოვიდა ბოლოს ის გზა
ბატონო გამგებელო
ჩვენს გარეშე ძნელია
კულტურის სამსახური
თქვენი ხერხემალია
გჯეროდეთ და ნახავთ თქვენ
მის:
როგორ, როგორ,
როგორ, როგორ
აყვავდება სოფლები
ეს ხომ ჩვენი მიზანი და
ოცნებაა ცისფერი
კარგად დაიმახსოვრეთ და
გულის ხმასაც მიენდეთ
და თუ დაფიქრდებით
ბოლომდე მიხვდებით
რომ თქვენს გვერდით ვართ ჩვენ
გინახავთ მასთან ერთად
სოფლების შარაგზებზე
ღიმილით მივიკვლევთ გზას
ვიმღეროთ ყველამ ერთად
შევიკრათ ერთ დიდ გუნდად
და ნახავთ
მივაღწევთ ბევრს
ჩვენო დიდი ბატონო და
გამგეობის თავკაცო
და გამგებლის მოადგილე
არასდროს დაივიწყო
რომ კულტურის სამსახური
სიმღერასაც გიმღერებს
სოფლის აშენებას
სიმღერა ჭირდება
ჰო და ჩვენც გიმღერეთ
მის:
როგორ, როგორ, როგორ, როგორ
აყვავდება სოფლები
ეს ხომ ჩვენი მიზანი და
ოცნებაა ცისფერი
კარგად დაიმახსოვრეთ და
გულის ხმასაც მიენდეთ
და თუ დაფიქრდებით
ბოლომდე მიხვდებით
რომ თქვენს გვერდით ვართ ჩვენ
სტატიის გამოყენების პირობები