ქალაქის ცენტრსა და ქალაქ გარეთ მდებარე სამ რესტორანთან, წუხელ,
სამართალდამცავები ახალგაზრდებს სიმშვიდისკენ მოუწოდებდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით,
უმნიშვნელო შელაპარაკებებს ჰქონდა ადგილი.
„რესტორნებთან პოლიციის ეკიპაჟები მოძრაობდა. სადაც კი ხალხის ჩოჩქოლი
შეამჩნიეს, პოლიციელები მივიდნენ და სიმშვიდისკენ მოუწოდეს, იქ
მყოფები პოლიციის მოთხოვნას დაემორჩილნენ და დაიშალნენ. ჩხუბებს
ადგილი არ ჰქონია, დანაშაული არ გამოკვეთილა, შესაბამისად არავინ
დაუკავებიათ და არც დაუჯარიმებიათ.“ ამბობს შინაგან საქმეთა
სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი.
გუშინ ახალგაზრდების ნაწილი ვალენტინობის დღეს აღნიშნავდა.
რესტორნებში ,,იმპერიალი"; ,,სპორტკაფე", ,,მზიური", ძირითადად,
ახალგარდები და სკოლის მოსწავლეები ქეიფობდნენ.
ისტორიული წყაროების მიხედვით, რომის პაპმა გელასიუსმა 14 თებერვალი
ვალენტინის ხსენების დღედ 469 წელს დააწესა.
ხალხური გადმოცემების მიხედვით, მღვდელი ვალენტინი (და არა
ეპისკოპოსი) შეყვარებულთა მფარველად და მეოხად
მიიჩნეოდა.
სტატიის გამოყენების პირობები