ახალი ამბები
ოჯახის ექიმებს სამედიცინო სფეროს სიახლეები გააცნეს
გორის მუნიციპალიტეტში მომუშავე ოჯახის ექიმებს სამედიცინო სიახლეები გააცნეს.

შეხვედრას ორგანიზება "ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის" წარმომადგენლებმა გაუკეთეს.

სიახლეების გაცნობა გორის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში მოხდა.

პროფესორებმა ცოდნა პულმონოლოგებს, ფტიზიატრებს, ალერგოლოგებსა და გასტროენტეროლოგებს გაუზიარეს.

,,ამიერკავკასიის ექიმთა ლიგა" ამიერკავკასიის მასშტაბით მოქმედი სამედიცინო წარმომადგენლების გამაერთიანებელი ორგანიზაციაა, რომელიც მედიცინის მუშაკების კვალიფიკაციის ამაღლებას, მათ პროფესიულ დახელოვნებას ისახავს მიზნად.

გორის მერია და ,,ამიერკავკასიის ექიმთა ლიგა“ უახლოეს მომავალში ქალაქ გორის მოსახლეობის უფასო გამოკვლევებსაც გეგმავენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები