საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ნინი ჩოჩიშვილმა ფიზიკაში 61 ქულა
მიიღო მაქსიმალური 63 ქულიდან.
ნინი ამბობს, რომ ჩაბარებასა და სწავლას დიპლომირებული მედიკოსის
პროგრამაზე აპირებს.
,,არჩევითი საგნებიდან, ქიმიასთან ერთად, ფიზიკა ავირჩიე, საგრანტო
კონკურსში მონაწილეობის მიზნით. ჩემი რეპეტიტორის დამსახურებით
შემიძლია ვთქვა, რომ ფიზიკა ჩემთვის ერთ-ერთ საყვარელ საგნად იქცა.''
- ამბობს ნინი ჩოჩიშვილი.
ნინო ჩოჩიშვილმა გორის მე-6 საჯარო სკოლა დაამთავრა.

სტატიის გამოყენების პირობები