ახალი ამბები
პარლამენტის სხდომაზე გორის ,,აიპიების" მდგომარეობით გორელი პარლამენტარი დაინტერესდა
გორელი პარლამენტარი თამაზ შიოშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილს მოუწოდებს, რომ გორში მიმდინარე პროცესებით დაინტერესდეს.

ამის შესახებ თამაზ შიოშვილმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, თვითმმართველობების ,,აიპიებში" შტატები გაბერილია და ,,ქართული ოცნების" წევრების დასაქმება აქტიურად მიმდინარეობს.

,,თავისუფალი დემოკრატების" წევრი შიოშვილი ქალაქის საკრებულოში 2016 წლის 5 თებერვალს განხორციელებულ იმპიჩმენტის თემასაც შეეხო.

მისი აზრით, ის პროცესები, რაც გორში მიმდინარეობს, საკრებულოს ხელმძღვანელი პირების იმპიჩმენტის პროცედურების დაწყების საფუძველი გახდა.

მას არ მოსწონს, რომ გორის მერიის კულტურის ცენტრის ამჟამინდელმა დირექტორმა სამი თანაშემწე დაინიშნა, მაშინ, როდესაც ყოფილი დირექტორი ლექსო ვალიაური აუდიტის სამსახურის შეფასების მიხედვით, თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში დადანაშაულდა.

თამაზ შიოშვილი მიწის კანონპროექტის შესახებაც დაინტერესდა.

,,მინდა ძალიან მნიშვნელოვან საკითხს შევეხო. კანონი, რომელიც წარმოდგენილია პარლამენტში, რომელიც ეხება დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას სახელმწიფოს სასარგებლოდ, დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. მირეკავენ სოფლებიდან და შეწუხებულები არიან. მივმართავ მთავრობას, რომ კანონი უკან გაითხოვოს" - აღნიშნა თამაზ შიოშვილმა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები