რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
ცხინვალის კანალიზაცია ნიქოზის ბაღებში
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში ხეხილის ბაღების დიდი ნაწილი გახმა.

აღნიშნულ ფაქტს ადგილობრივები ცხინვალიდან გამოშვებულ კანალიზაციის წყალს აბრალებენ.

ადგილობრივემა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ის ადგილი უჩვენეს, საიდანაც ფეკალური მასები მიედინება.

ხოლო ერთ-ერთ ნაკვეთში გამხმარი ხეხილის ბაღების დაფიქსირება გვირჩიეს.

არხი, სადაც ამჟამად კანალიზაციის წყალი მოედინება, წლების წინ სარწყავი არხი იყო.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობამ ნიქოზის მიმართულებით სარწყავი წყლის გაშვება შეწყვიტა.

საქართველოს ხელისუფლებამ რამდენიმე წლის შემდეგ ალტერნატიულ საშუალებას მიმართა.

ზემო და ქვემო ნიქოზს შორის კაშხალი აშენდა. წყალი მილებით ზემო ნიქოზის მაღლობზე იქაჩება. იქიდან კი, სხვა მილებით ქვემოთ ეშვება.

მიუხედავად ამისა, ზემო ნიქოზში დარჩენილია ოჯახები, რომლებიც კაშხალის წყლით ვერ სარგებლობენ.

ამის გამო, გვალვიან პერიოდში უწყლოდ დარჩენილთა ნაწილი იძულებულია ყოფილ არხში მომდინარე კანალიზაციის წყლით ნაკვეთები მორწყას.

ხეხილის გახმობას კი, სწორედ, კანალიზაციის წყალს აბრალებენ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ იმისათვის, რომ უწყლოდ დარჩენილი ადგილების პრობლემა მოგვარდეს, საჭიროა კაშხლის წყლის აქაჩვისას მილები დამატებით გაგრძელდეს.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.