გარეგანათების ჩასართავად წერილის გაგზავნა დააგვიანდათ
16:11 / 23.02.2016
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ატენში, სამუშაოების
დასრულების შემდეგ, გარეგანათების ჩართვა დაავიწყდათ.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ატენში, წყაროს
უბნიდან აცნობეს.
დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ გარეგანათების სამუშაოები 2015
წლის 25 დეკემბერს დასრულდა, თუმცა წყაროს უბანი 2 თვეა
ჩაბნელებულია.
მუნიციპალიტეტის გამგეობამ ენერგო–პრო ჯორჯიას შეტყობინება, ერთი თვის
შემდეგ, 2016 წლის 28 იანვარს გაუგზავნა. ,,ენერგო–პრო ჯორჯიას" კი
ექსპლუატაციაში ობიექტის მიღების 35 დღიანი ვადა აქვს.
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის ცნობით,
წყაროს უბანში სინათლე ჩაირთულია.
სტატიის გამოყენების პირობები