ახალი ამბები
საქაშეთში ბოძების წამქცევი არავინ აღმოჩნდა
გორის რაიონის სოფელ საქაშეთში მოძველებული ელექტრობოძების გამოცვლას ითხოვენ.

ამის გამო ადგილობრივმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობასთან გამართა.

საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარის ცნობით, გამრიცხველიანების გრაფიკს 2016 წლის მარტში ,,ენერგო–პრო ჯოჯია" გამოაქვეყნებს.

მისმა დაპირებამ შედეგი ვერ გამოიღო.  კომისიის თავმჯდომარის ვახტანგ ბერკაცაშვილის კაბინეტში სიტყვიერ დაპირისპირება მოხდა.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტები საქაშეთში არსებულ ვითარებას გაეცნენ.  მოსახლეობის თქმით, გამოსაცვლელია 50–მდე ბოძი.

,,მისი წამქცევი არავინ აღმოჩნდა" – აღნიშნეს საქაშეთელებმა.

,,ენერგო–პრო ჯორჯიას"  წარმომადგენელმა გია ბალახაშვილმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, რომ სოფელ საქაშეთში გამრიცხველიანება 2016 წლის ივლისში დაიწყება და აგვისტოში დასრულდება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები