ახალი ამბები
მოკლე გზა ლამისყანიდან თბილისამდე
გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფელ ლამისყანის მოსახლეობა თეზი–ოკამის მიმართულებით მდებარე გზის შეკეთებას ითხოვს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ადგილობრივებმა სოფელში სტუმრობისას განუცხადეს.

ლამისყანელებს მიმოსვლა ძირითადად დედაქალაქში უწევთ. შესაბამისად, შემოვლითი გზის რეაბილიტაცია მათთვის პრიორიტეტულია.

ამჟამად, სოფლის მოსახლეობა იგოეთთან დამაკავშირებელ მოასფალტებულ გზით სარგებლობს. თეზი–ოკამის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში კი, მანძილი 10 კმ–ით მცირდება.






Print

სტატიის გამოყენების პირობები