ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში
სოფელ ერგნეთში რიგით - 63-ე შეხვედრა მიმდინარეობს .
როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს
სახელმწიფო მინისტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან
გვაცნობეს.
„ქართული მხარე დააყენებს გელა ილურიძის საკითხს, რომელიც სავარაუდოდ
ცხინვალის იზოლატორში იმყოფება.
მონაწილეები განიხილავენ უკანასკნელი შეხვედრის შემდგომ პერიოდში
დაფიქსირებულ ინციდენტებს. ასევე, დღის წესრიგშია, ტირიფონისსარწყავი
არხის გაწმენდის, 4-6 თებერვალს სოფელ დისევში საცხოვრებელი სახლის
განადგურების საკითხი, ბანერების დაყენებისა და გამყოფ
ხაზზემავთულხლართების გავლების შედეგად მოსახლეობისთვის შექმნილი
პრობლემები”.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში
მიმდინარე შეხვედრებზე ქართულ მხარეს შერიგებისა და
სამოქალაქოთანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წარმოადგენენ.
სტატიის გამოყენების პირობები