კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქის ტერიტორიულ ერთეულში
შემავალ სოფლებს, თეძმისხევსა და ახალსოფელს ერთმანეთთან ხიდი
დააკავშირებს.
ამის თაობაზე სამუშაოები მდინარე თეძამზე უკვე მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის წარმომადგენლის ცნობით,
სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.
,,სოფელ თეძმისხევისა და ახალსოფლის დამაკავშირებელი სამანქანე და
საფეხმავლო ხიდის მშენებლობის სამუშაოებს შპს „პემ“ - ი ახორციელებს.
სამშენებლო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მასზე
130 923 ლარი დაიხარჯება." - აცხადებენ პრესსამსახურში.
სტატიის გამოყენების პირობები