2015-2016 სასწავლო წლის ,,ეტალონი მოსწავლის" ტიტულის მოსაპოვებლად
გორის მუნიციპალიტეტიდან სკრის საჯარო სკოლის მოსწავლე, მარინა
მასურაშვილი იბრძოლებს.
ამის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, როდესაც გორის სასწავლო
უნივერსიტეტის დარბაზში „საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატი“
ჩატარდა.
სკრის საჯარო სკოლის მოსწავლემ ქულათა აბსოლუტური მაჩვენებელი, 35
ქულა დააფიქსირა.
ჩემპიონატში მონაწილეობას მუნიციპალიტეტიდან 12 მოსწავლე იღებდა.
სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონის“ წამყვანი, გოჩა
ტყეშელაშვილი, შემოქმედებით გუნდთან ერთად, ყველაზე საუკეთესოს
პირადად არჩევდა.
ინტელექტ-შეჯიბრს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი, დავით ონიაშვილი,
ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან და გორის სასწავლო
უნივერსიტეტის რექტორთან ერთად, პირადად დაესწრო.
ღონისძიების მსვლელობის დროს, თამამმა და აქტიურმა მოსწავლეებმა
საკუთარი შემოქმედებაც წარმოადგინეს, რომელშიც თავად დავით ონიაშვილიც
ჩაერთო. მან კვარტეტთან ერთად, სცენაზე სიმღერა შეასრულა.
„ეტალონის“ ფინალი სპორტის სასახლეში, 14 მაისს გაიმართება, სადაც
ქვეყნის მასშტაბით შერჩეული წარმატებული მოსწავლეები გორის
მუნიციპალიტეტის ეტალონ მოსწავლეს, მარინა მასურაშვილს კონკურენციას
გაუწევენ.
სტატიის გამოყენების პირობები