მიმდინარე წელს შიდა ქართლში მხოლოდ ოთხი სოფლის გაზიფიცირება
იგეგმება.
ამის შესახებ ინფორმაციას ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, ბუნებრივი აირის შეყვანა გორის მუნიციპალიტეტის
ერთ, ხოლო კასპის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში მოხდება.
ეს სოფლებია: სკრა (გორი) და გომისჯვარი, ლავრისხევი და წინარეხი
(კასპი).
ჩამონათვალში ქარელისა და ხაშურის სოფლები არ შედის.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით ათეულობით
სოფლის გაზიფიცირება დასრულდება.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან 40 მილიონი ლარი დაახლოებით 52 000
აბონენტის გაზიფიცირების მიზნით გამოყო.
სტატიის გამოყენების პირობები