გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთის საბავშვო კერძო სახლშია
განთავსებული.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ოთახებისა და იქ არსებული პირობების
გადაღების საშუალება ბაღის დირექტორმა ნანა ხუციშვილმა არ მისცა.
მისი თქმით, არ არის დარწმუნებული, რომ საქაშეთის საბავშვო ბაღის
შესახებ, კარგი ინფორმაცია გავრცელდება.
კერძო სახლში, მასპინძელსა და ბავშვებს ოთახები განაწილებული აქვთ.
ნანა ხუციშვილი ამბობს, რომ უახლოეს ხანებში ახალ საბავშვო ბაღში
გადასვლას პირდებიან.
სურსათის უვნებლობის სამსახურმა ბაღის მდგომარეობა შეამოწმა და
უარყოფითი დასკვნა დადო. არც ამ დასკვნის გაცნობის საშუალება მიეცა
ჟურნალისტებს.
შესაბამისი დოკუმენტები ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელთან
ინახება.
ნანა ხუციშვილი აღიარებს, რომ ბავშვები, ძირითადად, ვერ იძინებენ,
რადგან შესაბამისი პირობები, საკმარისი რაოდენობის საწოლები არაა.
საპირისპიროს ამბობს ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი გიორგი
გელაშვილი.
,,ვისაც ჭირდება ძილი, ის იძინებს" - აცხადებს ბაღების გაერთიანების
ხელმძღვანელი გიორგი გელაშვილი.
სტატიის გამოყენების პირობები