მიუხედავათ ჩემი თქვენდამი დიდი პატივისცემისა უნდა გითხრათ, რომ ის
ინტერვიუ რაც ჩემთან ჩაწერეთ, დიამეტრალურად განსხვავდება,
ქართლი.გე-ზე გამოქვეყნებულ სტატიისაგან, ხოლო ინტერვიუს დაჭრილს ვერ
დავარქმევთ, იქ ფაქტიურად არაფერი არ არის ნათქვამი მთავარზე.
მთავარი კი ის არის ,რომ არაფერ შუაშია გარე ვაჭრობა, რაზედაც თქვენ
ასე გულმოდგინეთ აპელირებთ, (არ მინდა ვიფიქრო,რომ თქვენნაირი
სამართლიანი ჟურნალისტი, ვინმეს გავლენის ქვეშ მოექცა. სხვათა შორის
მე ინტერვიუს დროს კითხვაც დაგისვით, რას ემსახურებოდა ეს ინტერვიუ)
საქმე ხომ სულ სხვანაირად იყო და ეს თქვენც იცით.
1. ყველა ის საკითხი, რაც ბიუროზე იყო გატანილი, ჯერ კიდევ იანვრის
თვეში იყო ინიცირებული და შეთანხმებული გამგებელთან, რათა მომხდარიყო
ერთობლივად ყველა საკითხის განხილვა. საკითხები განხილულ იქნა
კომისიებში და შესაბამისად, იმ საკითხებში სადაც საჭირო იყო მათგან
მონაცემების მოწოდება,მიეცათ დავალებები შესაბამის სამსახურებს. (აქ
ძირითადად იმსაკითხებზე,რომელიც ეხებოდა საყოფაცხოვრებო ნარჩენებს და
პარკირების საკითხებს)
2. ის საკითხები რომელიც არ საჭიროებდა გარკვეულ მონაცემების
შეგროვებას და დამუშავებას, პირდაპირ გადაეცა გამგეობის იურიდიულ
სამსახურს, ეს იყო საკითხი გარე ვაჭრობის შესახებ და საკითხი
ხელფასების დარეგულირების შესახებ.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ არც ერთ საკითხზე, ჩვენ არანაირი
ოფიციალური შეტყობინება არ მიგვიღია, რამეთუ ყველა დადგენილება,
(ჩამოგითვლით თავიდან, რომ არ დაივიწყოთ)
1.საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესახებ.
2.ხელფასების რეგულირების შესახებ.
3. გარე ვაჭრობის რგულირების შესახებ (და არა აკრძალვის შესახებ,
როგორც თქვენ მიუთითებთ)
მიღებულია საქართველოს რეგიონების უმრავლესობაში (იხილეთ
საკანომდებლო,,მაცნე“) და შიდა ქართლის ყველა რაიონში, გორში,
ხაშურში და ქარელში. მაშინ კასპში რაღა ხდება?
როგორც თქვენ აღნიშნავთ, „ვიცე თავმჯდომარე ლობირებს“ სირცხვილია ჩემო
საბა თორემ ყველაფერზე შეიძლება წერა, და დაჭრილი ინტერვიუების
აწყობა.
სიმართლე კი ასეთია, ყველა იმ საკითხიდან, რაც ბიურზე იყო გატანილი,
გუბერნიამ ამოიღო, სამი საკითხი.
1.საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესახებ.
2.ხელფასების რეგულირების შესახებ.
3.გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ აქ გუბერნია ფარად არის
გამოყენებული, ისევ გამგებლის მიერ, თორემ გუბერნატორი საქმის კურსში
არ იყო, თუ აღნიშნული დადგენილებები, ხაშურში ან ქარელში დამტკიცებული
იყო, შესაბამისი საკრებულოების მიერ.
როგორც იტყვიან კომენტარიც ზედმეტია.
ჩემო საბა ამიტომ ჩემი თხოვნაა, ნუ იქნები დაუდასტურებელ ფაქტებში
სხვების აზრების გამხმოვანებელი, თქვენ ნიჭიერი ჟურნალისტი ბრძანდებით
და ჭორებzე ინტერვიუს ნუ ააწყობთ.
გამგებელი რომ კასპელებზე აკეთებს აქცენტს, კასპელებს ვფიქრობ არ
ეკადრებათ, და არც აინტერესებთ, მიწიდან პროდუქტის ყიდვა და საერთოდ
ამ საკითხის პოლიტიზირება.
P.S.ვფიქრობ ასეთი ფორმით კონტაქტის გაგრძელება (რა თქა უნდა თუ
სიმართლე გაწყობს) იქნება ის ტესტი (ორივესათვის, როგორც თქვენთვის
ასევე ჩემთვის) რომელიც სიმართლეს მოემსახურება. მე მოგწერ ნებისმიერ
საკითხზე სიმართლეს, თქვენ კი თუ რამეს ამოჭრით და კონტექსტიდან
ამოაგდებთ, ჩემთან ორიგინალი იქნება შენახული.
გნებავთ პირდაპირ გამოაქვეყნეთ, აღნიშნული წერილი, ყოველგვარი
კომენტარის გარეშე.
თუ რამე კითხვა გაგიჩნდებათ, სიამოვნებით გიპასუხებთ, ვფიქრობ ამ
სტილში არავისთან არ მუშაობთ, მე პირველი ვიქნები.
პატივისცემით, ილია ზაქარიაძე.
რედაქციისგან:
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის რედაქცია ინტერვიუს სრულ ჩანაწერს
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს გადასცემს,
ხოლო სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე
ატვირთონ. ინტერვიუ ილია ზაქარიაძესთან ორჯერ ჩაიწერა, პირველად, იმის
შესახებ, თუ რატომ უშვებენ იურიდიულ შეცდომებს საკრებულოს
ადმინისტრაციაში, ხოლო, მას შემდეგ რაც რედაქციისთვის ცნობილი გახდა,
რომ ერთ-ერთი საკითხი გარევაჭრობის აკრძალვას (მათ შორის, ბაზრის
მიმდებარე ტერიტორიაზე) ეხებოდა, ჟურნალისტმა გადაწყვიტა გაერკვია,
ხომ არ შედიოდა ვინმეს ინტერესში ეს თემა? მით უმეტეს, ამის შესახებ
ღიად საუბარი თვით მუნიციპალიტეტის გამგებელმა დაიწყო, საკრებულოს
დეპუტატები კი, რატომღაც დუმდნენ.
იხ. ჟურნალისტის მიერ მომზადებული სტატია:
რა საკითხი მოპარეს ვიცე-თავმჯდომარეს -
ბიზნესინტერესები კასპში
სტატიის გამოყენების პირობები