ახალი ამბები
გორის სასამართლოში მოსწავლეებმა იმიტირებული პროცესი ჩაატარეს
28 თებერვალს გორის რაიონულ სასამართლოში იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა გორის მუნიციპალიტეტში არსებულმა სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს.

იმიტირებულ პროცესებზე "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენლების რევაზ რევაზაშვილისა და გიორგი გახელაძის დახმარებით სისხლის სამართლის საქმეების კაზუსები განიხილეს.

პრაქტიკული სამუშაო რეჟიმში ახალგაზრდები ბრალმდებელ და დაცვის მხარეებად დაიყვნენ.

ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა შესავალი სიტყვები წარადგინეს, ჯვარედინი დაკითხვის პრინციპით მოწმეები დაკითხეს, ბოლოს კი ნაფიცმსაჯულებმა განაჩენი გამოიტანეს.

იმიტირებულ სასამართლოს 20 მოსწავლე ესწრებოდა.

პროექტის მხარდამჭერია მუნიციპალიტეტის გამგეობა, ხოლო ორგანიზატორი - პროექტი „ლიდერთა ლიგა“ და მისი წარმომადგენელი ლელა შავდათუაშვილი.









Print

სტატიის გამოყენების პირობები