გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის ხელფასი 1300
ლარიდან 2000 ლარამდე გაიზარდა, ხოლო მეორე მოადგილის ხელფასი - 1250
ლარიდან 1900 ლარამდე.
ამის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის
მუნიციპალიტეტის საკრებულოდან აცნობეს.
საკრებულოს ბიუროს სხდომაზე, საშტატო ნუსხაში ცვლილებების შეტანის
თაობაზე, მომზადებული პროექტი დღის წესრიგში უკვე შეიტანეს.
2016 წლის 12 თებერვალს ძველი დადგენილება გაუქმდა და ახალი დანართიც
დამტკიცდა.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა ერთმანეთს 2015 წლის 28 აგვისტოს
დადგენილება და ამჟამინდელი მონაცემები შეადარა.
ხელფასების მატებაა სამსახურების უფროსების, განყოფილების უფროსებისა
და სპეციალისტების ანაზღაურებაშიც, ოღონდ, არ იმ პროცენტით, რამდენსაც
პირველი მოადგილეები აიღებენ.
მაგალითად, სამსახურის უფროსის სახელფასი განაკვეთი 1000 ლარიდან 1400
ლარამდე იზრდება.
განყოფილების უფროსის ხელფასი 800 ლარიდან 1000 ლარამდე.
მთავარი სპეციალისტის ხელფასი - 560 ლარიდან 700 ლარამდე.
წამყვანი სპეციალისტის ხელფასი - 520 ლარიდან 650 ლარამდე.
უფროსი სპეციალისტის ხელფასი - 470 ლარიდან 630 ლარამდე.
სპეციალისტის ხელფასო - 430 ლარიდან 630 ლარამდე.
გამგებლის წარმომადგენლის ხელფასი 810 ლარიდან 1000 ლარამდე იზრდება.
სტატიის გამოყენების პირობები