ახალი ამბები
,,ჩემი პოსტების საჯაროდ გამოქვეყნებას ვკრძალავ'' - ხაშურის რესურსცენტრის ხელმძღვანელი
ზვიად გოგუაძე, რომელიც ხაშურის რესურსცენტრის დირექტორია, სოციალურ ქსელში პოსტების გამოქვეყნებას კრძალავს.

ამის შესახებ სპეციალური განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.

გოგუაძის განმარტებით, აკრძალვა ვრცელდება იმ პოსტებზე, რომელსაც სხვა მასთან კომუნიკაციის გარეშე გამოაქვეყნებს.

როგორც წერილში ვკითხულობთ, ის საუბრობს ისეთ პოსტებზე, რომელიც მხოლოდ მეგობრებისთვის დაწერა.

ზვიად გოგუაძის აზრით, ისეთი პოსტების გასაჯაროება, რომელიც მან მხოლოდ საკუთარი მეგობრებისთვის გააზიარა, კანონით უნდა ისჯებოდეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები