ქართლის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, დღეს,
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში შეხვედრა გაიმართა.
სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ და სს „საქართველოს
ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ შვილობილი კომპანიის - შპს „ქართლის
ქარის ელექტროსადგური“-ს თანამშრომლების მიერ ორგანიზებულ შეხვედრას
გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი, დავით ონიაშვილი უწყების სხვა
თანამშრომლებთან და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებთან ერთად
დაესწრო.
შეხვედრის მიზანს პროექტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება
წარმოადგენდა.
ასევე, დამსწრე საზოგადოება გაეცნო როგორც არსებულ შესაძლებლობს, ისე
მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებს. პროექტს ევროპის რეკონსტრუქციისა
და განვითარების ბანკი (EIB) აფინანსებს.
მსგავსი ტიპის შეხვედრების გამართვა მომავალშიც იგეგმება. პროექტის
განხორციელების პერიოდში ადგილობრივი მოსახლეობაც დასაქმდება.
ქართლის ქარის ელექტროსადგური საქართველოსთვის პირველი პროექტია.
სადგურის დადგმული სიმძლავრე 20.7 მეგავატია, ხოლო გამომუშავებული ელ.
ენერგია კი 88 მილიონ კილოვატ საათს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოები
მარტის თვეში დაიწყება და წლის ბოლომდე გასტანს.
სტატიის გამოყენების პირობები