საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა გაერთიანებამ კასპში, შიდა ქართლის
მხარის ვეტერან ფეხბურთელთა გაერთიანება დააფუძნა.
კრებაზე, შიდა ქართლის მხარის ვეტერან ფეხბურთელთა გაერთიანების
გამგეობის წევრები და გამგეობის თავმჯდომარე - ავთანდილ ჯალალი
აირჩიეს.
პარალელურად, ქალაქ გორის, გორის, ხაშურის, ქარელის და კასპის
მუნიციპალიტეტების ვეტერან ფეხბურთელთა გაერთიანების გამგეობების
დაფუძნდა.
კრებას საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა გაერთიანების გამგეობის
პრეზიდენტი ვახტანგ ქორიძე, გამგეობის წევრები გელა კეტაშვილი, გიორგი
თავაძე, და სხვები ესწრებოდნენ.
ვახტანგ ქორიძემ, გელა კეტაშვილმა და გიორგი თავაძემ ფეხბურთის
ხელშეწყობისა და განვითარებისათვის მადლობა გადაუხადეს კასპის
მუნიციპალიტეტის გამგებელს გოჩა გოჩიტაშვილს და საჩუქრად თბილისის
დინამოს ვეტერან ფეხბურთელთა ავტოგრაფიანი ბურთი გადასცეს.
შიდა ქართლის მხარის ვეტერან ფეხბურთელთა გაერთიანების გამგეობის
დაფუძნების შემდეგ, სტუმრებმა კასპში მშენებარე სპორტული კომპლექსი
დაათვალიერეს.
სტატიის გამოყენების პირობები