ახალი ამბები
ახალშობილი ბიჭების რიცხვი დაბადებულ გოგონების რაოდენობას ჩამორჩება
გორის სამშობიარო კლინიკების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ შობადობა ყოველწლიურად იზრდება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სს ,,იავნანასა" და ,,ჯუმბერ გოგიაშვილის" კლინიკის წარმომადგენლები ესაუბრნენ. 

სამშობიარო კლინიკაში დღეს გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა ის დედები მოინახულა, რომლებიც 2016 წლის 3 მარტს კლინიკებში შეხვდნენ.

წლევანდელი ,,დედის დღე" განსაკუთრებით სასიხარულო 43 წლის ინგა მეგრელიშვილისთვის და 40 წლის ნატალია მეზვრიშვილისთვის აღმოჩნდა.

ინგა მეზვრიშვილი სს იავანაში ვნახეთ, ნატალია მეზვრიშვილი კი ჯუმბერ გოგიაშვილის კლინიკაში. 

ჯამში, გორსა და გორის რაიონში ყოველწლიურად 1700-2000 ახალშობილი იბადება. ჯუმბერ გოგიაშვილი ამბობს, რომ კომუნისტების პერიოდში ეს ციფრი 3000 აღწევდა.

,,ბოლო წლების დინამიკას თუ დავეყრდნობით,  დინამიკა, სწორედ, ძველ ციფრებამდე მიდის" - აცხადებს გოგიაშვილი.

სამშობიარო კლინიკების წარმომადგენლები ამბობენ, რომ დაბადებულთა შორის გოგონები ჭარბობენ. 



1. ლაშა ბეგლარიშვილი




2. დაჩი მაისურაძე




3. თორნიკე ყიფიანი




4. გაბრიელ ქუდაშვილი 




5. გოგა გორგაძე

Print

სტატიის გამოყენების პირობები