ახალი ამბები
სოციალურ ქსელში გამოხატულ სოლიდარობას პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა
,,ვწერ იმ იმედით რომ წაიკითხავთ... მე გორის რაიონში ვცხოვრობ, საზღვრის პირა სოფელში... ჩემგან ორი სოფლის მოშორებით სოფ.ტირძნისში ცხოვრობს კუსრაძეების ოჯახი რომელიც ხუთი წევრისგან შედგება, მათ ცხოვრება უწევთ გაუსაძლის პირობებში.. რამდენიმე დღის წინ გავიგე რომ ეს ოჯახი პატარა ხის ქოხში 7 წელია ცხოვრობს..

ორი მეცხრე კლასელი ბავშვი, დედასთან, ბებიასთან და პაპასთან ერთად.. მინდოდა მენახა მათი საცხოვრებელი ადგილი და პირობები, 2009 წელს ''საერთაშორისო მაშველთა კომიტეტი და სამღვდელოება" დაეხმარა მათ და აუშენა სახლი, რომელის მშენებლობაც არ არის დასრულებული, სახლი ორი ოთახისგან შედგება, არ აქვს კარი და ფანჯრები..

ხის ქოხში დედა ვერ რჩება, ვინაიდან ადგილი არ არის და ღამის გათევა გასამართ სახლში უწევს..

მათთვის ზამთარი ჯოჯოხეთთან ასოცირდება. დედას ოთახში ისე თოვს როგორც გარეთ.. მათ აქვთ სოციალური დახმარება გარკვეული თანხით, თუმცა პაპა დაავადებულია და თანხის ნახევარი მის წამლებს ხმარდება, არ აქვთ ფული რომ საკვები იყიდონ...

როდესაც ბებიას ვკითხე, თუ რაიყო მათი ყოველდღიური საჭმელი, ტირილით მიპასუხა, რომ დღეს ალბათ ვერაფერს შეჭამენ, იმიტომ ,რომ პურის ფულიც არ აქვთ...

ვკითხე მათთვის შეურაცმყოფელი ხომ არ იქნებოდა, თუ ამჟამად ტანსაცმლით მაინც დავეხმარებოდით და 13 წლის ბავშვმა ტირილი ვეღარ შეიკავა... მე დავინახე მათი გაბრწყინებული თვალები, როდესაც სიტყვა ,,დახმარება" ვახსენე..

ჩვენ ვცხოვრობთ ,,თბილ სახლში", გვაქვს ნორმალური პირობები და გვინდა სიახლე.. ვვოცნებობთ ძვირადღირებულ ნივთებზე ამასობაში კი ვიღაც იყინება! ვიღაც შიმშილისგან ვერ იძინებს! მე ბევრი რამ მასწავლა იმ ერთმა დღემ, როდესაც კუსრაძეების ოჯახი მოვინახულე... რაც უფრო ბევრი გვაქვს, მით მეტი გვინდა... იმით უნდა ვიყოთ ბედნიერნი რაც უფლის წყალობით გვაქვს! შეიძლება ესეც არ გვქონოდა დღეს! და ჩვენც მათსავით საზოგადოების დახმარების მოლოდინში გვეცხოვრა..

მაგრამ გვაქვს შანსი რომ დავეხმაროთ მათ ! ყველას გვაქვს უფლებები და ვცდილობთ დაცვას მაგრამ მათი უფლება ირღვევა! მათ აქვთ უფლება ჰქონდეთ საცხოვრებელი ადგილი.. მინდა დავეხმარო მაგრამ თქვენი დახმარების გარეშე ეს შეუძლებელია... მათთვის ისიცკი საკმარისი იქნება თუ ორგანიზაციის მიერ აშენებულ სახლს დავასრულებთ.. უბრალოდ რომ ჰქონდეთ თბილი სახლი.. თქვენი დახმარების იმედი მაქვს. ძალიან გთხოვთ გაავრცელეთ, რომ ყველამ ნახოს"

სოციალურ ქსელში ნინი ჯალაბაძის მიერ გამოქვეყნებულმა ამ პოსტმა და ფოტოებმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია. კუსრაძეების ოჯახის მდგომარეობით ტელევიზიებიც დაინტერესდნენ, ადგილზე გორის მუნიციპალიტეტის გამგებელიც ჩავიდა. გადაწყდა საქველმოქმედო კონცერტის ჩატარებდა.

2016 წლის 3 მარტს კი, ეს ოჯახი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოინახულა.


გიორგი კვირიკაშვილმა დედას, რომელიც ავადმყოფ მეუღლესთან, შვილთან და ორ შვილიშვილთან ერთად გამყოფ ხაზთან ცხოვრობს, სახლის დაწყებული მშენებლობის დასრულებაში დახმარება აღუთქვა. 























Print

სტატიის გამოყენების პირობები