ახალი ამბები
შსს-მ ქარელის რაიონში ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ  ქარელის რაიონში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო.

 

ინფორმაცია შიდა ქართის საინფორმაციო ცენტრს უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური თანამშრომელმა მიაწოდა.

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1981 წელს დაბადებული  ქარელის რაიონის სოფელ რუისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის   საცხოვრებელი სახლიდან, „ა-კა-ეს“-ის მოდელის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „პარაბელუმის“ მოდელის 2 პისტოლეტი, „ვალტერის“ სისტემის 2 პისტოლეტი და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 48 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

Print

სტატიის გამოყენების პირობები