ახალი ამბები
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ავარია სოფელ შავშვებთან მოხდა, მარჯვენა საჭიანი Nissan tiida-ს მარკის ავტომობილი ბორდიულს შეეჯახა.

როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლებმა შეატობინეს, ავტომობილში სულ სამი ადამიანი იმყოფებოდა, აქედან ორი მათგანი დაშავებულია და გორის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

საქმე სისხლის სამართლის 276 მუხლის მე-5 ნაწლით აღიძრა. ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. შსს-ს ინფორმაციით ექსპეტები შემტხვევის ადგილას უკვე მუშაობენ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები