ახალი ამბები
ერთ-ერთი ვერსიით გოგონამ თვითმკვლელობის მიზნით ბინაში ბუნებრივი აირი გაუშვა
გამოძიებას ეჭვი აქვს, რომ გორის ცენტრში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის ბინაში ახალგაზრდა გოგო თავს იკლავდა.

შეტყობინება 112-ზე საღამოს საათებში ბუნებრივი აირის სუნით შეწუხებული მეზობლებისგან შევიდა.

ნაქირავებ ბინაში პოლიციელებმა და მეზობლებმა ახალგაზრდა ქალბატონი ნახეს, რომელსაც ბუნებრივი აირი გაშვებული ჰქონდა, ხოლო კარები - დაკეტილი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის მიხედვით (თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობა) მიმდინარეობს.

ახალგაზრდა ქალბატონი, სავარაუდოდ, გაღებული ფანჯრის წყალობით გადარჩა.




Print

სტატიის გამოყენების პირობები