ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სუს-ის თანამშრომელი ქალბატონები დაჯილდოვდნენ
ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურში თანამშრომელი ქალბატონები დაჯილდოვდნენ.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შინაგან საქმეთა
სამინისტროდან აცნობეს.
პრესსამსახურის ცნობით, ,,სუს"-ის ქალბატონ თანამშრომლებს 8
მარტი მიულოცეს, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს, ვადაზე
ადრე წოდება მიენიჭათ და მადლობის სიგელები გადაეცათ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დასაქმებული ქალბატონების
რაოდენობა საერთო რაოდენობის 17 %-ს შეადგენს.
სტატიის გამოყენების პირობები