ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის იანვარ-თებერვალში
საქართველოდან მსოფლიოს 21 ქვეყანაში ექსპორტირებულია 4 531 556 ბოთლი
(0,75 ლ) ღვინო, რაც 56%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ
მონაცემებს.
სულ ექსპორტირებულია 10,75 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც
27%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.
ამასთან, მსოფლიოს 7 ქვეყანაში ექსპორტირებულია 1 431 868 ბოთლი
ბრენდი, რაც 165%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის
მაჩვენებელს.
ექსპორტირებულია 3,4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი - მატება
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 137%-ს აღწევს.
ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი - 2
559 795, უკრაინა - 651 792, ყაზახეთი - 337 582, პოლონეთი - 322 038
და ჩინეთი - 219 349 ბოთლი.
წლის დასაწყისში ექსპორტის მატება დაფიქსირდა რუსეთში - 154%,
უკრაინაში - 37%, პოლონეთში - 46%, ლიტვაში - 26%, ყირგიზეთშიი - 70%,
გერმანიაში - 68% და სხვა
მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი
ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა
შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 20 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.
სტატიის გამოყენების პირობები