ახალი ამბები
სახლში გაჩენილი ხანძრის დროს ჯარისკაცი დაიღუპა
გორში კომბინატის დასახლებაში 39 წლის სამხედრო მოსამსახურე ხანძრის დროს გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შს სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

პრესსამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიკვდილს გულისხმობს.

შემთხვევა 2016 წლის 8 მარტს ღამის საათებში მოხდა.

პირველადი ვერსიით, გარდაცვალების მიზეზი კვამლის შესუნთქვა გახდა.

სამხედრო მოსამსახურე საკუთარ სახლში გარდაიცვალა. გამოძიება დამატებით ექსპერტიზის დასკვნას ელოდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები