Qartli.ge-ს რედაქცია ჟურნალისტ თეა გიგუაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის რედაქცია მწუხარებას გამოთქვამს
ტელეკომპანია ,,თრიალეთის" ჟურნალისტის თეა გიგუაშვილის გარდაცვალების
გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს.
თეა გიგუაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ტელეკომპანია
,,თრიალეთმა" 7 მარტს განცხადება გაავრცელა:
,,ტელეკომპანია ,,თრიალეთის" საზოგადობერივ-პოლიტიკური თოქ-შოუს
წამყვანი თეა გიგუაშვილი, რამდენიმე თვიანი ავადმყოფობის შედეგად,
დღეს 42 წლის ასაკში გარდაიცვლა. ბოლო 7 წლის განმავლობაში თეა
გიგუაშვილი მაყურებელს ახსოვს რეიტინგული თოქ-შოებით. იგი იყო
რამოდენიმე პოლიტიკური გადაცემის წამყვანი, იდეის ავტორი და
პროდიუსერი. ის იყო ჟურნალიტი, რომელიც ყოვეთვის კარგად გრძნობდა
საზოგადოების მაჯისცემას. ის იყო კოლეგა, რომელთან მუშაობაც მეტი
განვითარების შესაძლებლობას ქმნიდა, ის იყო მეგობარი, კარგი მეგობარი.
დღეს მისი დაბადების დღეა, თეა გიგუაშვილი 42 წლის გახდა. "
სტატიის გამოყენების პირობები