ახალი ამბები
გამგეობა მარტოხელა დედებს დახმარებას უმცირებს, მშობლისგან უფლებაშეზღუდულ შვილებს კი - უწესებს
გორის გამგეობამ მშობლებისგან უფლებაშეზღუდულ ბავშვებისთვის დახმარებას აწესებს, მარტოხელა სოციალურად დაუცველ მშობლებისთვის კი ამცირებს.

ამის შესახებ გამგეობის სოციალურმა სამსახურმა საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში ცვლილებების შეტანა სთხოვა.

ცვლილების მიხედვით, მშობლებისგან უფლებაშეზღუდულ შვილებს (0-დან 18 წლამდე) წელიწადში 500 ლარის დახმარება მიეცემა.
რაც შეეხება დედ-მამით ობოლ ბავშვებს, მათთვის წელიწადში 1000 ლარია 2016 წლის იანვრიდან.

ცვლილებები შევიდა მე-17 მუხლშიც, აღნიშნული მუხლი სოციალურად დაუცველი მარტოხელა დედების ერთჯერად, სოციალურ დახმარებას ითვალისწინებს.

ცვლილების მიხედვით, მარტოხელა დედების დახმარება მცირდება.

ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში მარტოხელა დედებზე დახმარების გაცემის წესი ასეთი იქნება:

მარტოხელა დედები, რომლებიც გორის მუნიციპალიტეტში არიან რეგისტრირებულები და ყავთ არასრულწლოვანი შვილი, ან შვილები, იმ შემთხვევაში მიიღებენ 500 ლარიან ერთჯერად დახმარებას, თუ მათ ოჯახს სოციალური მომსახურების სააგენტოდან აქვთ მინიჭებული 0-დან 47000 მდე ქულა. მანამდე 1000 ლარი იყო.

300 ლარის ოდენობით, ერთჯერადად დაფინანსდებიან გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ის დედები, რომლებსაც სოციალური მომსახურების სააგენტოდან მინიჭებული აქვთ 47000-დან 57000მდე სოციალური სარეიტინგო ქულა. მანამდე 700 ლარი იყო.

ერთჯერადი 200 ლარიანი დაფინნასებით კი იმ ბავშვების მარტოხელა დედები ისარგებლებენ, ვისაც სოციალური მომსახურების სააგენტოდან მინიჭებული აქვთ 57000-დან 65000 ჩათვლით. მანამდე 500 ლარი იყო.

Print

სტატიის გამოყენების პირობები