ახალი ამბები
სოფელს ტატამები ადმინისტრაციული შენობიდან მოპარეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ტატამები დაიკარგა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ადგილობრივებმა აცნობეს.

მათი თქმით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეძენილი ტატამები ადგილობრივ ადმინისტრაციული შენობიდან გაქრა.

მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფელში ალექსი მთვარაძე კომენტარს არ აკეთებს. თემით დაინტერესების გამო გაღიზიანებულმა გამგეობის პრესსამსახურისკენ გადაგვამისამართა.

გამგეობის პრესსამსახურის წარმომადგენელის ნათია მდინარაძის განცხადებით, ტატამები 2013 წელს, მაშინდელმა გამგეობამ შეიძინა.

,,10 ტატამიდან დაიკაგრა 4 ტატამი. ჩვენ ვესაუბრეთ ჩვენს წარმომადგენელს და აღმოჩნდა, რომ მასაც გვიან გაუგია ამის შესახებ. ჩვენი წარმომადგენლის ინფორმაციით, ქურდობის შესახებ სამი დღის პოლიციასაც აცნობა" - გვითხრა გამგეობის პრესსამსახურის წარმომადგენელმა.

ტატამების შეძენა ძიუდოს დარბაზის მშენებლობის მოტივით 3 წლის შეიძინეს. ძიუდოს დარბაზის მშენებლობისთვის, შემდგომში, თანხა არავის გამოუყვია. ტატამები კი ადგილობრივი ე.წ. საბჭოს შენობაში დაალაგეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები