გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა
ქალაქის ცენტრში მდებარე შენობა დატოვეს და ადგილმდებარეობა
შეიცვალეს.
მთავარ მოედანზე გორის მერია და შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის
ოფისები დარჩა.
გამგეობა კი ჭალის დასახლებაში 2011 წელს დევნილთა სამინისტროს
განთავსების მიზნით აშენებულ შუშის შენობაში მოთავსდა.
გამგეობის თანამშრომლებმა ახალ ოფისებში ფოტოების და სელფების
გადაღება უკვე დაიწყეს.
რაიონიდან ჩასულ მოქალაქეებს, ამჯერად, მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლებთან შეხვედრა ქალაქგარეთ მოუწევთ.
ჭალის დასახლებაში მოქალაქეებს მისვლა მიკროავტობუსებით გორის ძველი
ბაზრისა და ავტოსადგურის ტერიტორიიდან შეუძლიათ.
სტატიის გამოყენების პირობები