გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტების
განხორციელების მიზნით გამგეობის მიერ ფინანსური რესურსების ხარჯვა
განხორციელდა როგორც ტენდერების მეშვეობით, ასევე, გამარტივებული
შესყიდვებით.
ერთ პირთან მოლაპარეკბის გზით დადებული ხელშეკრულების რაოდენობა 2015
წლის განმავლობაში 172 ერთეულს შეადგენს. ხელშეკრულებით
გათვალისწინებული მომსახურების ჯამურმა ღირებულებამ 1 მლნ 300 000
ლარს მიაღწია.
რაც შეეხება ტენდერებს, გამგეობის მიერ მოწოდებული ინფორმაციის
მიხედვით, გასულ წელს 173 ტენდერი გამოცხადდა, საიდანაც პრეტენდენტთა
გამოუცხადებლობის გამო, 49 ტენდერი არ შედგა.
უფრო კონკრეტულად, გამოცხადებული 173 ტენდერიდან ხელშეკრულება 113
ტენდერზე დაიდო. ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების მომსახურება
ჯამური ღირებულებით 6 მლნ 190 000 ლარი იყო.
მათგან 4 ტენდერი შეწყდა, ხოლო უარყოფითი შედეგით 7 ტენდერი
დასრულდა.
მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა ამის შესახებ ინფორმაცია
საკრებულოს ანგარიშის სახით წარუდგინა. ამის გაკეთება
თვითმმართველობის ხელმძღვანელებს წლის დასაწყისში (პირველი სამი თვე)
საკრებულოს წარმომადგენლობით ორგანოების წინაშე ევალებათ.
გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსის რევაზ გოგიაშვილის
ინფორმაციის მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ და
,,მუნიციპალური ქონების სარგებლობის შესახებ" ხელშეკრულებების
პირობების დარღვევის გამო, 19 ხელშეკრულების მონაწილეს წერილობითი
მოთხოვნა გაეგზავნა.
მათგან გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტმა 2015 წლის განმავლობაში
სანქციების, ჯარიმებისა და პირგასამტეხელოების სახით 54 ათასი ლარი
მიიღო.
სტატიის გამოყენების პირობები