ახალი ამბები
თანაპარტიელის მხარდამჭერი აქცია სოფელ საქაშეთში
გორის რაიონის სოფელ საქაშეთში ნაციონალური მოძრაობის წევრები არჩილ ტარუაშვილის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ.

სოფელში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ნუგზარ წიკლაური, გიგა ბოკერია და ბადრი ბასიშვილიც ჩავიდნენ.

ისინი გუშინ მომხდარ ფაქტს აპროტესტებენ.

კერძოდ, არჩილ ტარუაშვილის საცხოვრებელ სახლში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. ტარუაშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორია.

პარტიის ოფისში განმარტავენ, რომ საცხოვრებელ სახლში პოლიციის რეიდი მათი აქტივისტის დაშინებას ემსახურებოდა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები