გორის მუნიციპალიტეტის 10 სოფელში 500 ბავშვი საგალობელს
სწავლობს.
ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახური
ავრცელებს.
ინფორმაციის მიხედვით, შერჩეულ ბავშვებს საგალობლებს ანსამლი
,,მაჩაბელას" წევრები ასწავლიან.
მონაწილეთა შერჩევა 2015 წლის ნოემბერში მოხდა.
კულტურის სამსახურის ინფორმაციით, ქასთინგში მონაწილება 800-მდე
ბავშვმა მიიღო.
ბავშვები ზერტში, ხურვალეთში, კარალეთში, ვარიანში, ქვახვრელში,
მერეთში, დიცში, შინდისში, ძევერასა და ქვეშში შეირჩა.
გორის მუნიციპალიტეტში სულ 104 სოფელია.
,,შერჩეული მოსწავლეები სრულიად უსასყიდლოდ შეისწავლიან საგალობლებს,
ხალხურ სიმღერასა და ხალხურ საკრავებზე დაკვრას" - იუწყება კულტურის
სამსახური.
ანსამბლი ,,მაჩაბელა" 2015 წლის შემოდგომაზე ჩამოყალიბდა. მას
მუნიციპალიტეტის გამგეობა აფინანსებს და მანამდე გორის მერია
აფინანსდება ანსამბლ ,,გორის" სახელით.
სახელშეცვლილ გუნდს გამგებლის მეჯვარე, კულტურის სამსახურის უფროსი
არსენ აზალაძე კურირებს, რომელიც ამავე ანსამბლში მღერის.
სტატიის გამოყენების პირობები