ახალი ამბები
ქარელის მერი თანასოფლელებს უმაღლესი დონის სპორტდარბაზის მშენებლობას პირდება
ქარელის მერია სოფელ ბრეთის მეურნეობაში უმაღლესი სტანდარტების სპორტული დარბაზის მშენებლობას გეგმავს.

ამის შესახებ მერიის ეკონომიკურმა სამსახურმა შესაბამისი პროექტი უკვე მოამზადა.

პროექტის ავტორია კახაბერ ლაბაძე. ავტორის მიერ მერიაში წარდგენილი პროექტის მიხედვით, სპორტდარბაზი ორსართულიანი იქნება:

,,პირველ სართულზე განთავსებული იქნება სატრენაჟორო დარბაზი, გასახდელები, საშხაპეები და სველი წერტილები, ასევე სამედიცინო ოთახი, სასტუმროს მისაღები, სამუშაო ოთახები და სპორტული დარბაზი. შენობის პირველი სართული მეორე სართულს უკავშირდება ოთხი კიბის უჯრედით, რომლებიც განთავსებულია შენობის კუთხეებში. მეორე სართულზე მოწყობილი იქნება სასადილო სივრცე და სასტუმროს ნომრები ასევე ანტრესორი, რომელიც გადმოყურებს პირველსართულზე განთავსებულ საჭიდაო დარბაზს'' - აღნიშნულია პროექტში.

ქარელის მერმა დაავალა შესაბამის სამსახურს, რომ წარმოადგინონ ხარჯთაღრიცხვა, თუ რა დაჯდება აღნიშნული სპორტდარბაზის მშენებლობა.

ქარელის მერი ზაზა გულიაშვილი სოფელ ბრეთის მეურნეობიდანაა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები