ახალი ამბები
პრემიერა - ,,ბურატინოს" ახალი ვერსია გორის თეატრში
დღეიდან სამი დღის განმავლობაში გიორგი ერისთავის სახელობის გორის თეატრის დასი პრემიერისათვის ემზადება.

ამჯერად თეატრში მოზარდებსა და ბავშვებს ალექსეი ტოლსტოის „ბურატინოს“ ჩვენებაზე ელოდებიან.

თეატრის ადმინისტრაციის ცნობით, „ბურატინოს“ ის ვერსია იქნება ნაჩვენები, რომელიც ჯერ არც ერთ თეატრში დაუდგამთ.

ტექსტი უმეტესად გალექსილია. ცალკე ვერსია შეიქმნა ყარაბას- ბარაბასის პერსონაჟისთვის.

ამ სპექტაკლისათვის ერისთავის თეატრში, სპეციალურად მოიწვიეს რეჟისორი და სცენარის ავტორი ლილი ბურბუთაშვილი.

მან „ბურატინო“ მუსიკალურ სპექტაკლად აქცია და ამ სულ სხვა ვერსიის დასადგმელად თავის მხრივ შემოქმედთა კიდევ ერთი ჯგუფი (მხატვარი- აივენგო ჭელიძე. კოსტუმების მხატვარი- მაია სხირტლაძე. კომპოზიტორი- კობა მეგრელიშვილი. ქორეოგრაფი- გიორგი მარღანია. სიმღერების ტექსტის ავტორი- ედვარდ უგულავა. ვოკალი- ლელა მერაბიშვილი) შექმნა.

პრემიერაზე მოზარდ მაყურებელს 11-12-13 მარტს საღამოს 7 საათზე ელოდებიან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები