ახალი ამბები
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა
თავისუფალი სტილით მოჭიდავე 61 კგ. წონით კატეგორიაში, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა.

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი რიგაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფინალში ბელარუს გიორგი კალიევს დაუპირისპირდა.

საქართველოს 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენმა, თავდაპირველად მაკედონიელი ჯასინ რედიალარი ქულების აშკარა უპირატესობით 2:03 წუთში 10-0 დაამარცხა, მომდევნო წრეში კი სომეხ ვალოდია ფრანგულიას ანგარიშით 5-0 მოუგო.

ნახევარფინალში კი მან ყველაზე ძლიერი მეტოქე ბოლო 2 წლის მსოფლიოს ჩემპიონი 61-კგ-ში აზერბაიჯანელი ჰაჯი ალიევი ანგარიშით 4-2 დაამარცხა. ფინალში კი ბელარუსი ფალავანს ანგარიშით 6:1 სძლია.

წყარო: ipress.ge
Print

სტატიის გამოყენების პირობები