ახალი ამბები
ზურაბ ჯაფარიძეზე თავდამსხმელი გირაოთი გაათავისუფლეს
ზურაბ ჯაფარიძეზე თავდამსხმელი გირაოთი გაათავისუფლეს

პარტია “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერზე ზურაბ ჯაფარიძეზე დავდამსხმელი იოსებ მაისურაძე გორის რაიონულმა სასამართლომ ერთთვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ, 2000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა.

“მოინანია ჩადენილი, მეტიც სადმე რომ შეხვდეს ჯაფარიძეს ხელსაც ჩამოართმევს და ბოდიშსაც მოუხდის”, - აცხადებს ადვოკატი ნოდარ ცინცაძე.

დაცვის მხარეს, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სადაოდ არ გაუხდია.

პროკურორი ოთარ დოხნაძე მბობს, რომ რადგან სადაოდ არ გახადეს მტკივებულებები, ამიტომ მოწმეებზე ზემოქმედების რისკი აღარ არსებობს, თუმცა მაინც წინააღმდეგი ვიყავით გირაოსი, ბრალდებულის ხასიათის შტრიხებიდან გამომდინარე.

გამოძიების ვერსიით, 17 ივნისს, გორის მუნიციპალიტეტში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მდებარე სუპერმარკეტის ავტოსადგომზე, ბრალდებულმა, საჯარო სივრცეში გამოთქმული განცხადებების და განხორციელებული ქმედებების გამო, პარტია "გირჩი მეტი თავისუფლება"-ს დამფუძნებლის მიმართ ძალადობა განახორციელა.

ფაქტიდან რამდენიმე საათში ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა განცხადება სწორედ სოსო მაისურაძის სახელით:

"მოგესალმებით, მე ვარ სოსო მაისურაძე, გორელი კაცი. ჩემ მიერ იცემა ზურა ჯაფარიძე, იცემა ჩვენი შვილების გარყვნისათვის, იცემა პატრიარქის და ეკლესიის შეურაცხყოფისათვის და იცემა იმ საქციელისათვის, როდესაც შიშველი უკანალები აჩვენეს მტერს... არსად დამალვას არ ვაპირებ. ვარ ჩემს მეობართან გორში და ვიყენებ მის ფეისბუქგვერდს" - წერია ფეისბუქის გვერდზე სოსო მაისურაძის სახელით.

სამართალდამცველებმა აღნიშნული პირი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინა (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები