გორის ახალგაზრდული მოძრაობა "დროას" წარმომადგენლები, ააიპ „ქალაქ
გორის მერიის კეთილმოწყობის სამსახური“ს თანამშრომლებს შეხვდნენ.
მათგან ის სირთულეები მოისმინეს, რასაც ყოველდღიური საქმიანობისას
აწყდებიან.
,,კეთილმოწყობის სამსახურის" თანამშრომლების განცხადებით, მათ
მუშაობაში ხელს მოქალაქეების მხრიდან დაუდევრობა, ქუჩებში უპატრონო
ძაღლების სიმრავლე და გაუნათებელი ტერიტორიები უშლის.
,,ეს იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რაც ჩვენი ქალაქის
მეეზოვეებს ისედაც რთულ სამუშაოს, კიდევ უფრო უმძიმებს. ჩვენი
ორგანიზაცია ამ საკითხების ადვოკატირებას ქალაქის მერიის შესაბამის
სამსახურებთან ახორციელებს." - აცხადებენ ,,დროას"
წარმომადგენლები.
შეხვედრა პროექტის "გორი - სუფთა და უსაფრთხო ქალაქი" ფარგლებში
გაიმართა, რომელსაც "დროა" 2015 წლის ნოემბრიდან, შვედეთის
საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) და ეროვნულ დემოკრატიული
ინსტიტუტის (NDI) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
პროექტის მიზანია ადვოკატირების კამპანიების განხორციელების გზით,
ქალაქში საგზაო უსაფრთხოებისა და სისუფთავის დაცვის ხელშეწყობა.
სტატიის გამოყენების პირობები