ახალი ამბები
გორის ცენტრში მანქანა ფეხითმოსიარულეს დაეჯახა
დღეს საღამოს გორის ცენტრალურ მოედანზე მსუბუქი ავტომანქანა ფეხითმოსიარულე ახალგაზრდა მამაკაცს დაეჯახა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული გორის ჰოსპიტალში გადაიყვანა. 

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენლები ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიციისა და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომლებმა შემთხვევის ადგილზე სამუშაოები დაიწყეს. მთავარ მოედანზე ფეხით გადასვლა 2016 წლის იანვრიდან აიკრძალა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები