ახალი ამბები
ხაშურის საკრებულოში ხელფასები მოიმატეს
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანაზღაურებად წევრებს და აპარატის თანამშრომლებს ხელფასები მოემატათ.

ამის შესახებ გადაწყვეტილება საკრებულოს წევრებმა თებერვალში მიიღეს.

ხელფასების 25%-იანი მატებით მარტიდან უკვე ისარგებლეს.

საკრებულოს თავმჯდომარის ვაჟა შუბითიძის განცხადებით, სახელფასო განაკვეთების გაზრდას საკრებულოს წევრები ორი წელია ითხოვენ.

„თანამშრომლები ორი წელია ხელფასების მატებას მთხოვდნენ, ბოლოს განცხადებითაც მომმართეს და, შესაბამისად, მათთვის დადებითი გადაწყვეტილება მივიღეთ“- ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე.

ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ინფორმაციით, 22 თანამშრომლის ხელფასების ზრდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ ითვალისწინებს.

„პრემიებს და დანამატებს აღარ გავცემ, ეს თანხა ხელფასების მომატებისკენ მივმართეთ. ხელფასების ზრდის საშუალებას სახელფასო ფონდი გვაძლევდა"- გვეუბნება შუბითიძე.

ხაშურის სკრებულოში ხელფასი, მხოლოდ, საკრებულოს თავმჯდომარეს არ მოემატა.

ვაჟა შუბითიძის თანამდებობრივი სარგო ისევ 2650 ლარია. ხელფასი მოამატა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, თუმცა ეს თანამდებობა უკვე რამდენიმე თვეა ვაკანტურია.

25% ზრის შემდეგ საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეების ხელფასი 1700 ლარი გახდა, აპატარის უფროსის - 1250 ლარი, ხოლო სპეციალისტების 700 ლარი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები