ახალი ამბები
სოფლის კრებები გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში
ქარელის მუნიციპალიტეტში გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფლებში სოფლის კრებები ჩატარდა.

კნოლევში, ცერონისსა და ავლევში გადაწყვეტილებები უკვე მიიღეს.

კრებას იძულებით გადაადგილებულ პირთა ასოციაცია ,,თანხმობის" წევრებიც ესწრებოდნენ.

ამ ორგანიზაციის წარმომადგენლის ბადრი ციქუბაძის ინფორმაციით, სოფელ კნოლევში 13 ათასი ლარით სარიტუალო დარბაზისთვის ინვენტარს შეიძენენ, კერძოდ, 150 სკამს, კონდინციონერეს, მაცივარსა და გაზქურას.

რაც შეეხება ავლევის თემს, აქ გადაწყდა, რომ გამოყოფილ 14000 ლარს მშენებარე რიტუალების სახლს მოახმარენ.

სოფელ ცერონისში კი, 15 000 ლარით რიტუალების სახლის მშენებლობას დაასრულებენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები