სოფელ ერგნეთში 15 მარტს ინციდენტების პრევენციისა და მათზე
რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი - 64-ე შეხვედრა
გაიმართება.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შერიგებისა და
სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელმა აცნობა.
შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ უკანასკნელი შეხვედრის შემდგომ
პერიოდში მომხდარ ინციდენტებს, ადამიანის უფლებების დარღვევის
ფაქტებსა და დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებს.
ასევე, დღის წესრიგშია, ბანერების დაყენებისა და გამყოფ ხაზზე
მავთულხლართების გავლების შედეგად მოსახლეობისთვის შექმნილი
პრობლემები.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში
მიმდინარე შეხვედრებზე ქართულ მხარეს შერიგებისა და სამოქალაქო
თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახური წარმოადგენენ.
მორიგ შეხვედრაზე სოფელ ჯარიაშენში რუსი სამხედროების მიერ
ტრაქტორით გზის გაყვანის ფაქტებსაც განიხილავენ.
სტატიის გამოყენების პირობები