ახალი ამბები
გორში ეთნიკურ და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვის მექანიზმებს განიხილავენ
დღეს გორში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ეთნიკურ და რელიგიური უმცირესობების უფლებებებისა და მათ სამართლებრივ დაცვაზე შეხვედრა გაიმართება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ორგანიზაცია ,,საქართველოს დემოკრატიული ინიციატივიდან" აცნობეს.

შეხვედრის მიზანს საქართველოში მცხოვრები რელიგიური და ეთნიკური უმცირესობებისთვის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხების განხილვა წარმოადგენს.

მდგომარეობის გაუმჯობესება კი, მათთვის სტრატეგიული სამართალწარმოების გზით უნდა განხორციელდეს.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა პროექტს დემოკრატ მესხთა კავშირისა (UDM) და რეგიონული მედიის ასოციაციის (GRMA) პარტნიორობით ახორციელებს.

მათი მეშვეობით 6 სხვადასხვა რეგიონში (სამცხე-ჯავახეთი, აჭარა, გურია, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, კახეთი) პროექტის ბენეფიციარების ირგვლივ არსებული პრობლემების იდენტიფიცირების მიზნით შეხვედრები ტარდება.

პროექტი ემსახურება ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მდგომარეობის გაუმჯობესებას საქართველოში. მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდას და უფასო იურიდიული დახმარების გაწევას ს, რაც, ხშირ შემთხვევაში, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა რეგიონში მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებისათვის საკუთარი უფლებების დასაცავად.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის იურისტები პროექტის ან სხვა პარტნიორი ორგანიზაციებიდან და წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე განახორციელებენ სტრატეგიული სამართალწარმოებას, რაც გულისხმობს მოძიებული საქმეების საფუძველზე სარჩელების მომზადებას, ინიცირებას და წარმომადგენლობას საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოებში, ასევე საკანონმდებლო წინადადების მომზადებას და მის ლობირებას.



Print

სტატიის გამოყენების პირობები