წუხელ ვერხვების დევნილთა დასახლებაში პოლიციის ეკიპაჟები იყო
მობილიზებული.
შეტყობინების მიხედვით, გარკვეულ ჯგუფს შორის, დაპირისპირება
მოხდა.
გორის შს სამმართველოს თანამშრომლებს ადგილზე მშვიდი სიტუაცია
დახვდათ, თუმცა დამატებითი დეტალების გასარკვევად, ადამიანების
მოძებნა საავადმყოფოებში დაიწყეს:
,,პოლიცია იყო მოსული, იკითხეს, დაჭრილი ხომ არავინ მოიყვანეს. ჩვენ
ვუთხარით, რომ აქ არავინ მოუყვანიათ. ჩვენგან მერე მგონი ჰოსპიტალში
წავიდნენ'' - გვითხრეს ,,გორმედის'' დაცვის თანამშრომლებმა.
როგორც შს სამინისტროს პრეს-სამსახურში გვითხრეს, შეტყობინება მართლაც
იყო შესული პოლიციაში დაპირისპირების შესახებ, თუმცა, როგორც შს
სამინისტროში ცხადებენ, დაპირისპირებას სავალალო შედეგი არ
მოყოლია:
,,იყო კამათი, მაგრამ ეს არ გადაზრდილა სერიოზულ დაპირისპირებაში'' -
აცხადებენ შსს-ში.
სტატიის გამოყენების პირობები