ახალი ამბები
რატომ არ მიეწოდება წყალი ოპოზიციურად განწყობილ სოფელს - მიქელწყარო
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქელწყაროში სასმელი წყლის საკითხის მოგვარებას ითხოვენ. აღნიშნულ სოფელში წყლის სისტემის მოსაწესრიგებლად 300 000 ლარი 2021 წელს დაიხარჯა.

2023 წლის 17-19 სექტემბრს აღმოაჩინეს, რომ რომ ურდული - ვენტილები გამართულად არ მუშაობს. მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათის მიხედვით, დაზიანებული ურდულების გამო, არ ხდება უბნებზე წყლის განაწილება.

როგორც ამავე მოხსენებითი ბარათით ირკვევა, სასმელი წყალი უმისამართოთ მიედინება.

როგორც სოფლის მცხოვრებლები გასულ წლებში, მთავარ არხთა საუბარში აცხადებდა, "ქართული ოცნება" ოპოზიციის ამომრჩეველს სჯის, რადგანაც მიქელწყაროში მცხოვრებლებს პირდაპირ ეუბნებიან, რომ პრობლემები იმ პოლიტიკურმა ძალამ უნდა მოუგვაროს, რომელსაც ირჩევენ.

კასპის მუნიციპალიტეტის მერი თითქმის უკვე ერთი თვეა რაც შვებულებაშია და ამის გამო მას სოფლის პრობლემებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს, თუმცა დღეს მთავარ არხთან მთელი დღის განმავლობაში მოსახლეობას ტყუილში ადანაშაულებდა და ამტკიცებდა რომ მიქელწყაროს მოსახლეობას სასმელი წყალი უწყვეტად მიეწოდება.



Print

სტატიის გამოყენების პირობები