ახალი ამბები
ახალსოფელში ჭაბურღილის მოსაწყობი ადგილი შეცვალეს ზეღდულეთის მოსახლეობის პროტესტის გამო
6 დღეში დასრულდება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ჭაბურღილისა და 50 ტონიანი ავზის მშენებლობა.

როგორც ,,ქართლის ამბები'' წერდა, ახალსოფლელებისთვის ჭაბურღილი სოფელ ზეღდულეთში კეთდებოდა, რასაც ზეღდულეთის მოსახლეობა აპროტესტებდა.

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გაითვალისწინა ზეღდულეთელების პროტესტი. ჭაბურღილის ადგილმდებარეობა შეცვალეს.

ამჟამად, სამუშაოები თითქმის დასრულებულია. საზედამხედველო კომპანიამ შეისწავალა მშენებლობის ხარისხი და დადებითი დასკვნა გამოაქვეყნა.

დასკვნის მიხედვით, შესრულებული სამუშაოები ნორმის ფარგლებშია, თუმცა რამდენად ხარისხიანი წყალია, ამის თაობაზე, დასკვნისგან თავი შეიკავა.

როგორც საზედამხედველო ორგანიზაცია ,,ოპტიმალ გრუპი'' წერს, მათ კომპეტენციაში არ შედის წყლის ხარისხის შემოწმება.

ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები აგვისტოში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ნალექიანი ამინდების მიზეზით, კომპანიას ვადა 2023 წლის 30 სექტემბრამდე გაუგრძელდეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები